გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

31-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული ა.პ. დანის მუქარით დააყაჩაღა, ძვირფასეულობა, 14 000 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.