| « თებერვალი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | |
31-12-2025
2025 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
2025 წლის ნოემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,059 ერთეულს გაუტოლდა.
2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამმუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებმა.
იანვარ-ნოემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ზრდა იანვარ-ნოემბერში 8.7%-ს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 3.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
2025 წლის ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
17-01-2026