გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფინეთის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობაა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული

2-01-2026

ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ფინეთის ურთიერთობა რუსეთთან სამუდამოდ შეიცვალა, თუმცა, ასევე, მუდმივია ისიც, რომ ორი სახელმწიფო ერთმანეთის მეზობელია.


სტუბის განცხადებით, ფინეთისა და ევროპის მიზანია რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა.


„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან სამუდამოდ შეიცვალა. ასევე, მუდმივია ის, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან ფუნქციური და მშვიდობიანი ურთიერთობაა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ „საგარეო პოლიტიკა არასდროს არის შავ-თეთრი; ის სავსეა ნაცრისფერი ელფერებით. ფინეთის ინტერესებშია, რომ სამყარო ისეთი დაინახოს, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, რომ იყოს“.