გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა

6-01-2026

უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში, „მსურველთა კოალიციისთვის“ მიმართვისას განაცხადა.


გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინი ომის მეოთხე ზამთარს ცეცხლის შეწყვეტისკენ არ ისწრაფვის, პირიქით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ბრძანება გასცა.


მერცმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ცდილობს ომის დასრულებას, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობით არის შესაძლებელი, რომ უკრაინა ამჯერად აშშ-სა და ევროპისგან რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.


ცნობისთვის, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც კოალიციის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განისაზღვროს.