გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ორბანი: უნგრეთი არ დატოვებს ევროკავშირს - ევროკავშირი თავისით დაიშლება

6-01-2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ლიდერობის ქაოსის“ გამო „თავისით დაიშლება“.


მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიზანია, უნგრეთს რუსული ენერგომატარებლების მიწოდება შეუწყვიტოს.


ორბანმა უარყო ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს იმხელა მასშტაბი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გონივრული იყოს.


თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის მომავალი ამ გაერთიანებასა და ნატოშია, ოღონდ „სუვერენული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკით“.


„ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ მხოლოდ ამ ერთ ბლოკში თუ გავიჭედებით, სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. აზრი აქვს საუკეთესო შესაძლო ურთიერთობების ქონას ყველა ბლოკთან, მათ შორის ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, არაბულ და თურქულ სამყაროსთან“, - დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.