გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროკურატურამ ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

6-01-2026

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 5 იანვარს ზუგდიდში ქურდობისთვის ნასამართლევი ბრალდებული, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, ხოლო მეორე თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.