გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ რუსეთის დუმის წევრები, იანვარში ვაშინგტონში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია

8-01-2026

კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას ინფორმაციით, მან რუსეთის დუმის ოთხი წევრი, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ, ვაშინგტონში მიიწვია.


ანა პაულინა ლუნა მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის და აცხადებს, რომ დუმის წევრები ვაშინგტონში იანვრის ბოლოს ჩავლენ.


„სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღე ნებართვა, რომ რუსეთის დუმის ოთხი წევრი ჩამოვიდეს და კონგრესის წევრებს შეხვდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. მათ ოფიციალური მოწვევა გავუგზავნე, რათა ამ თვის ბოლოს აქ, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), ჩვენთან შეხვედრა გამართონ. მშვიდობამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს და განხილვებს გონიერმა და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ. მადლობა სახელმწიფო მდივან რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის“, - წერს ანა პაულინა ლუნა X-ზე.