გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

8-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 75 სტიკერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.