გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზესტაფონში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

4-12-2018

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ ცხრაწყაროში იმყოფებოდნენ, სადაც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.


პროექტის მიხედვით ბეტონის საფარი დაიგება ერთ კილომეტრამდე სიგრძის სოფლის საუბნო გზაზე, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოებს შ.პ.ს. „საპოვნელა“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მასზე 130 342 ლარია გამოყოფილი.


ipn.ge