გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

9-01-2026

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი (ფუძე)“ და „მეტამფეტამინი (ფუძე)“.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინს“, „მეთადონს (ფუძე)“, „მეტანფეტამინს“ მდმა-ს, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“. ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინაარდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.


ასევე ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანაში ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა, სამართალდამცველებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია, ავტომანქანით მოახდინა თავდასხმა პოლიციელების ავტომანქანაზე და მიმალვა სცადა. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 851,74 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.


დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „დ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, ჩადენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, ჩადენილი პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეუფარდა.