9-01-2026
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ.
გაეროს ექსპერტების ვარაუდით, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება.
პროგნოზირებული 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს:
საქართველო - 5.4%
სომხეთი - 4.8%
აზერბაიჯანი - 2.7%
ანგარიში ასევე ეხება აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც. 2026 წლის პროგნოზით, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს:
უკრაინა: 2.3%
მოლდოვა: 2.5%