გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„IWSC საქართველოს კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა“ - ბრიტანული გამოცემა The Buyer

10-01-2026

ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში 2022 წლიდან ტარდება. კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა.


2025 წელს კონკურსი ქალაქ ბათუმში გაიმართა. კონკურსს IWSC-ის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.


„IWSC საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის წლევანდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, ბოლო წლებში რამდენად სწრაფად და შორს წავიდა ქვეყანა, როგორც ღვინის ხარისხის ამაღლების, ისე მეღვინეობის მრავალფეროვნებითა და მასშტაბით“, - აღნიშნულია გავლენიან ბრიტანულ  მედია-გამოცემაში „The Buyer“, რომელშიც სტატიის ავტორი, ღვინის მწერალი სანი ჰოჯი ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის IWSC Georgia 2025-ის შედეგებს აჯამებს.


სანი ჰოჯი გავლენიან ბრიტანელ ღვინის სპეციალისტთაგან ერთ–ერთია, ვინც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, კონკურსში მონაწილე ღვინოები შეაფასა. იგი არის ლონდონის ღვინის ბარების Diogenes the Dog და Aspen & Meursault დამფუძნებ

„საქართველო წარმოადგენს სამყაროთა გადაკვეთას – ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, ხოლო მისი სამზარეულოსა და ღვინის კულტურა ძველი და ახალი სამყაროს ტრადიციათა საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს“, - აღნიშნულია სტატიაში.


იხილეთ სტატიის ლინკი: https://www.the-buyer.net/awards/iwsc-s-georgia-judging-shows-step-up-in-quality-and-diversity

IWSC Georgia 2025 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით, ღვინის კატეგორიაში გაიცა 30 ოქროს, 119 ვერცხლისა და 113 ბრინჯაოს მედალი ხოლო ქართულმა სპირტიანმა სასმელებმა დამატებით მოიპოვეს 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი.