გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლიზ ტრასი: ახალ ელიტას არ ადარდებდა ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური სამართლიანობა - ეს იყო კაცობრიობის შეურაცხმყოფელი ხედვა

10-01-2026

მოგვწონს თუ არა, ბრიტანეთში დღეს ჩვენ "ბლერის სახლის" ქვეშ ვცხოვრობთ. მას ქვეყანაზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ პრემიერ-მინისტრს მის შემდეგ. ჩვენი ყველა პრობლემა - ნელი ეკონომიკა, მასობრივი მიგრაცია, ორსაფეხურიანი სამართალი და კულტურული დაცემა - მის მემკვიდრეობამდე მიდის. აღმოჩნდა, რომ 1990-იანი წლები სინამდვილეში უბედურების ათწლეული იყო: ცივი ომის მოგების შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეფლანგა ყველაფერი, რამაც დიდება მოგვიტანა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს „ემ-6“ ეპიზოდში განაცხადა.


ყოფილმა პრემიერმა მიმოიხილა დიდი ბრიტანეთის მდგომარეობა 80-იანი წლებიდან და სახელმწიფოში დღეს არსებული ვითარება ტონი ბლერის მმართველობას დაუკავშირა.


მისი თქმით, სწორედ ბლერის პრემიერმინისტრობისას.


ტრასი მიიჩნევს, რომ 60-70-იან წლებში რადიკალიზებულ ახალ პოლიტიკურ ელიტას, რომლებისთვისაც უდიდესი დანაშაული ინგლისელად ყოფნა იყო, აღარ ადარდებდა საკუთარი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი ცნებები, როგორიცაა დეცენტრალიზაცია, საერთაშორისო განვითარება, კლიმატის ცვლილება და ა.შ.


"80-იან წლებში ქალბატონმა ტეტჩერმა ბრიტანეთის ეკონომიკური დაღმასვლის დროებითი შვება მოიტანა და პატრიოტებს იმედი მისცა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ინტერლუდია აღმოჩნდა ბრიტანეთის ომის შემდგომი დაღმასვლის ისტორიაში.


ბლერმა კეინსიანიზმსა და სტატიზმს დაუმატა პოსტმოდერნიზმის, გლობალიზმისა და ევროპეიზმის დიდი დოზა - თანამედროვე მემარცხენეობის ბიბლია. ამას დაეთანხმა ლეიბორისტი და კონსერვატორი პოლიტიკოსების მთელი თაობა, რომლებიც უნივერსიტეტებში 60-70-იან წლებში რადიკალიზდნენ. ტრადიციული ინდუსტრიები, გართობა და ინგლისური თავშეკავებულობა გავიდა მოდიდან. მათ ადგილი დაუთმეს ადამიანის უფლებების დამცველი იურისტების, ბიუროკრატებისა და „ექსპერტების“ ახალ ელიტას, რომლებსაც არ ადარდებდათ ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა: საერთაშორისო განვითარება, დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ეს იყო კაცობრიობის პირქუში, უტილიტარული და შეურაცხმყოფელი ხედვა. ჩვენ ყველანი უბრალოდ იდენტური ჭანჭიკები ვიყავით. ამ ახალ სამყაროში უმაღლესი დანაშაული იყო ინგლისელად ყოფნა," - აღნიშნა ლიზ ტრასმა.


მან, ასევე, ისაუბრა ტონი ბლერის პოლიტიკის მიმდევართა მჭირდო კავშირებზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებთან, ბილ კინტონთან და ბარაკ ობამასთან, ევროპაში კი, „ბლერისტების“ მოკავშირედ ევროკავშირი დაასახელა, ყველა მათგანის „სულიერ სახლად“ კი, ტრასს დავოსი მიაჩნია, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი ტარდება.


„ბლერისტებმა“ ძლიერი ქსელები შექმნეს ატლანტის ოკეანის გაღმა თანამოაზრეებთან, კლინტონსა და ობამასთან, ევროპაში კი - ევროკავშირის მეშვეობით. მათი სულიერი სახლი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია. ამ პოლიტიკოსებსა და მათ თანამგზავრებს მხარს უჭერდნენ მრავალმილიონიანი ფონდები. არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ბრიტანეთის ასეულობით „კვანგოში“ ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.