გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მერაბ ქვარაია: არჩევნების დასრულებით ქვეყანაში ახალი გამოწვევების ეტაპი იწყება

4-12-2018

პარლამენტის წევრის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით საქართველოში ახალი გამოწვევების ეტაპი იწყება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დღის წესრიგი შექმნას.

„საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით ქვეყანაში ახალი გამოწვევების ეტაპი იწყება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დღის წესრიგი შევქმნათ. უმთავარესი კი ის საჭიროებებია, რომელიც დღეს მოსახლეობის წინაშეა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი და არა ის, თუ რა უნდა დღეს ვაშაძეს, სააკაშვილს ან რომელიმე პოლიტიკოსს. 

ამიტომ, საჭიროა ახალი ხედვით და სწრაფი ტემპით წარმოვადგინოთ ის მიმართულებები, რომელსაც ჩვენს ხალხს უკვე 2019 წელსვე შევთავაზებთ, რისი მოლოდინიც საზოგადოებაში არსებობს," - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.