გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი მაია სანდუს განცხადებაზე: ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, გასაოცარია ასეთი განცხადება, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის

13-01-2026

ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მაია სანდუს განცხადება ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის.


„ჩემთვის, პირველ რიგში, გასაოცარია ასეთი განცხადება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ. როდესაც ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არც ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე. ბუნებრივია, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენთან ერთად 90-იანი წლების დასაწყიში. დანარჩენი არის მოლდოვის საქმე, თვითონ გაერკვევიან ალბათ საკუთარ საკითხებში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.