გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია

13-01-2026

დაიხურა USAID-ი, NED-ი, სხვა შესაბამისი ფონდები, ეს იყო ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ფონზე, ვხედავთ, რომ არაფორმალური ძალები, რომელთაც აქვთ ჭარბი გავლენა, კონკრეტულად, ევროპაშიც პოლიტიკურ პროცესებზე, გეგმავენ, რომ ევროპული ფონდები გამოიყენონ იმავე მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მიერ „ენჯეოებისა" და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თითქმის 600 %-ით გაზრდის გეგმას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს არ სჭირდება ხელოვნური ინტერვენცია შიდა საქმეებში და ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში.


„ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ამისგან, ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია. სწორედ, ეს არის ასახული "გამჭვირვალობის შესახებ" კანონში, "გრატების შესახებ" კანონში, საქართველოს კანონმდებლობაში და ბუნებრივია, ბოლომდე დავიცავთ ამ პრინციპს. ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ,"- განაცხადა პრემიერმა.