გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2025 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა

14-01-2026

საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა მიანიშნებს, რომ ქართული ღვინო თავს იმკვიდრებს პრემიალურ სეგმენტში.


2025 წელს, ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა და 2.98 აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 2.91 აშშ დოლარს შეადგენდა.


სტრატეგიულ ბაზრებზე, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებში და 6,17 აშშ დოლარს შეადგენს, მას მოჰყვება  იაპონია - 5,77 აშშ დოლარი, სამხრეთ კორეა - 5.26 აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთი -  5.19 აშშ დოლარი, გერმანია - 4.73 აშშ დოლარი, ჩინეთი - 3.14 აშშ დოლარი და პოლონეთი -  2,5 აშშ დოლარი.

 

„ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქართული ღვინის ხარისხი, რასაც შესაბამისად უნდა მოჰყვეს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა. ქართული ღვინო, გლობალურ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული, უმაღლესი ხარისხის, უნიკალური თვისებების მატარებელი. ამ ყველაფერზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ ვენახიდან და გავაგრძელოთ წარმოების პროცესში“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.