გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლიციამ ქვემო ქართლში ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

14-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სისტემატურად ჩადენილი ძალადობისა და არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელს - 1987 წელს დაბადებულ რ.ე.-ს 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატურად სთხოვდა ფულს და გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მუქარისა და დაშინების გზით რ.ე-მ სექტემბრიდან დღემდე, სხვადასხვა დროს ბრალდებულს ჯამში 1300 ლარი გადასცა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.ა. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.