გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლიციამ ქვემო ქართლში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

14-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ფ. რუსთავში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.


სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.