გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროკავშირის საელჩო საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან

14-01-2026

ევროკავშირის საელჩო საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.


როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს“ ზეიმობენ, საქართველოს ჰიმნის ფონზე კი, გამოყენებულია 2024 წელს, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციებიდან კადრები.


„ამ განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს - სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს.


გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!“, - ვკითხულობთ ვიდეოსთან ერთად გავრცელებულ მისალოც ტექსტში.