გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე

14-01-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება.


„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.


განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.