გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი

14-01-2026

ჩვენთვის შემაშფოთებელი არის მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს რუმინეთის გაცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუმინეთი მზად არის, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს.


„მოლდოვის სუვერენიტეტს ვუჭერთ მხარს, თუ თავად მოლდოველი ხალხი სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემაშფოთებელია თავად მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა. ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, ეს არის თავისთავად ყველაფერზე მეტყველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.