გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

15-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ. გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.