გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

15-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 იანვარს ბათუმში სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა.

„დანის დემონსტრირებით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.