გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

15-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი: გერმანიის ფედერაციის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული მ.ჰ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.


„ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას კი ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და „პრეგაბალინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 261-ე პრიმა და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.