გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შეამოწმა

15-01-2026

შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ვეტერინარულ კლინიკებს, აფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.


2025 წელს სააგენტოს ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკაში, ზოომაღაზიასა და ვეტაფთიაქში 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა.


ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება.


ერთად დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე!