გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ვეტერანებს უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაუტარდებათ

4-12-2018

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ლაიონსების თვალის კლინიკაში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის,  უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩატარდება. საქველმოქმედო აქცია,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის კლინიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. 
ბენეფიციარების მიღება ლაიონსების თვალის კლინიკაში იწარმოებს 11:00 საათიდან; 
მისამართი: თბილისი, გეგეჭკორის ქ. 3 (ე.წ. ‘’შანხაის დასახლება’’)
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის კლინიკას შორის 2016 წელს გაფორმდა და ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის,  საქვემლოქმედო აქციები, პერმანენტულად ტარდება.