გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი ჩიქოვანმა კატარის სახელმწიფოს ელჩს უმასპინძლა

15-01-2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის სახელმწიფოს ელჩთან, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.


ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, კატარის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის მიწვევით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დოჰაში ვიზიტისა და კოლეგასთან შეხვედრის საკითხებს.