გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა

15-01-2026

ბიზნეს ლიდერებთან მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება კვლავ შესაძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.


„რუსეთი ევროპული ქვეყანაა“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.


„თუ ჩვენ შევძლებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსი ვიპოვოთ, თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ ყოველივე ამას მივაღწევთ... მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კიდევ ერთ გამოცდას ჩავაბარებთ“, - დასძინა მან.