გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2026 წლის 1 იანვრიდან, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა

16-01-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800 ვეტერინარმა და 444 ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.


სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.


საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ") შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.