გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

17-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით, იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.