გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გუდაურში ფესტივალი „გიზ-გიზი" ტარდება

17-01-2026

ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი „გიზ-გიზი" გუდაურში იმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამთო კურორტის დამსვენებლებისა და ადგილობრივებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიება მოეწყო.


ფესტივალზე დასწრება უფასოა.


ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები დახვდათ.


ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი „გიზ-გიზი" მე-3 წელია საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.