გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ალექსეი გონჩარენკო: ვოლოდიმირ ზელენსკის საუკეთესო მეგობარი ბაკანოვი საკუთარ კაბინეტში ქრთამს იღებს

18-01-2026

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც, მისი განცხადებით, ზელენსკის საუკეთესო მეგობარია გამოსახული - ქრთამის აღების მომენტში.


„ფოტოზე ივან ბაკანოვია. ვოლოდიმირ ზელენსკის საუკეთესო მეგობარი. ზელენსკიმ ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა. ივან ბაკანოვი საკუთარ კაბინეტში ქრთამს იღებს ბიზნესმენ სერგეი ვაგანიანისგან. ვაგანიანმა ფულის გადაცემის ფოტო გადაიღო.

ბაკანოვის საუკეთესო მეგობარი და მისი მოადგილე სუსში - ნაუმოვი - რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა და ნაწილობრივ ჩააბარა უკრაინის სამხრეთი.


გათავისუფლების შემდეგ ბაკანოვი კურშაველში ნახეს. ხალხი, ვინც ხმა ზელენსკის მისცა, ფრონტზე ნახეს. ისინი ათავისუფლებდნენ სამხრეთს, რომელიც ზელენსკის ბავშვობის მეგობარმა ჩააბარა. ასეთი სევდიანი ისტორიაა“, - წერს გონჩარენკო.