გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტრამპი: მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებებდა - ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა

21-01-2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნატოს გადარჩენაში გადამწყვეტი როლი სწორედ მისმა პოლიტიკამ ითამაშა.


ტრამპი ამტკიცებს, რომ არცერთ სხვა პრეზიდენტს ან კერძო პირს ნატოსთვის იმაზე მეტი არ გაუკეთებია, რაც თავად გააკეთა.


მისი თქმით, რომ არა ის, ალიანსი დღეს არსებობას აღარ გააგრძელებდა.


„არცერთ ადამიანს და არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ნატოსთვის იმაზე მეტი, ვიდრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებებდა! ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა“, - აღნიშნა მან.