გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებმა რეკორდული ოდენობა - 4 690, 2 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა

21-01-2026

2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც - გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ასევე ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.


2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (34.3%-ით); ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან (15.6%-ით), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით), საუდის არაბეთიდან (15.8%-ით), სომხეთიდან (7.7%-ით) და სხვა ქვეყნებიდან.


2025 წელს მოგზაურობიდან შემოსულ შემოსავლებში გამოირჩევა მიმართულებები: ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო (660.4 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 14.1%) თურქეთი (605.9 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.9%), ისრაელი (586.3 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.5%) და სხვ.