გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებით აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს შეხედულებას იზიარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება, ეს პროცესი გაგრძელდება

21-01-2026

სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას გააჩნია უშუალოდ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომის შემდეგ განაცხადა.


მარიამ ქვრივიშვილის თქმით, განიხილეს, რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე.


„განსაკუთრებით აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს შეხედულებას ასევე იზიარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ერთობლივად ხელშესახები შედეგების მიღწევას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.