გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

21-01-2026

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვისათვის, არაერთგზის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს", რომლის რეალიზაციაც თანხის სანაცვლოდ განახორციელა.


სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი არაერთგზის, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.