გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ ბაკურიანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

22-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1995 წელს დაბადებულ გ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ც. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.