გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესწავლის შედეგად ბიუჯეტს 14 491 208 ლარის ეკონომია მოუტანა

22-01-2026

სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტს მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.


ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, შესყიდვებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული ფულადი ეკონომია 5 302 879 ლარს შეადგენს.


„დეპარტამენტს, კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი", - აღნიშნულია ანგარიშში.