გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების მართვის საკითხები განიხილეს

22-01-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ლაშა დოლიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების მართვის საკითხები განიხილეს.


„ცხოველური ნარჩენების მართვა საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სასაკლაოებში, ბაზრებსა და ფერმებში წარმოქმნილი ცხოველური ნარჩენების  სწორი მართვა კრიტიკულია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ისე გარემოს დაცვისა და ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანაა, ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, უზრუნველვყოთ ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


როგორც შეხვედრაზე ლაშა დოლიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიზნესსექტორს სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამებს შესთავაზებს.


„ამჟამად, სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს პროგრამული რეორგანიზაციის პროცესი. ჩვენი მიზანია, ბიზნესსექტორის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით გადაიხედოს ან შეიქმნას ახალი მხარდამჭერი პროგრამები“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ. 


საუბარი შეეხო ვადების დაცვის საკითხს. აღინიშნა, რომ სამუშაო ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს,  გარემოს ეროვნული სააგენტოს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.