გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა სახელმწიფო უწყებების პროექტების მონიტორინგის შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები გამოავლინა და შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ო

22-01-2026

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისობის, ხარჯეფექტურობის და პროდუქტიულობის შეფასების მიზნით, განახორციელა არაერთი სახელმწიფო უწყების მიერ სხვადასხვა მიმართულების დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონიტორინგი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.


როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების დეტალური შესწავლის შედეგად, რიგ შემთხვევებში, გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები.


„მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს, რომლებსაც, რისკების პრევენციისა და შესაძლო ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ მითითებები და რეკომენდაციები", - აღნიშნულია ანგარიშში.