გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მარნეულში, წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

5-12-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების იდეა, ამავე სოფლის მაცხოვრებელს, არამ აკოფიანს ეკუთვნის, რომელიც პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი 2018“- ში მონაწილეობდა და მისი იდეა, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.


მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სოფელ მარეთშიც, რომლის ფარგლებშიც კორპუსებთან მისასვლელი გზა და ეზოები მოასფალტდა.


აღნიშნული პროექტების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რისთვისაც 327 870 ლარი გამოიყო.


ipn.ge