გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან

22-01-2026

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს.


„ნიუსჰაბი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა საკითხებს შეისწავლიან თუ არა, გვპასუხობენ, რომ ამ შემთხვევაში, სხვა ფინანსური საკითხებით არ ინტერესდებიან.


„გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.