გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

22-01-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს საზოგადოებრივი კვების ობიექტში- ი.მ. „ააკაშის საკვები" (მის: თბილისი, ნუცუბიძის N31, ს/კ 304768570).


ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


გამოვლენილი დარღვევებისათვის, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.