გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზესტაფონში შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

5-12-2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტ „ორიონის“ აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მახათაძესთან ერთად ბავშვებს ეს დღე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმაც მიულოცეს.


ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „ორიონი“ უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.


„ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს"! - ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ. ვუერთდებით შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და მინდა მათი უფლებებისა და თანასწორობისადმი ღრმა პატივისცემა გამოვხატოთ არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ მუდმივად!“ - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.


ipn.ge