გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული, თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

23-01-2026

ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების ჩართულობა.

„ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი.


კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა, ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ დისკუსიების თემას და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. იგივე, ჯანდაცვას როდესაც ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის თვითონ კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ დისკუსიისთვის მზად, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში", - განაცხადა პრემიერმა.