გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

23-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1987 წელს დაბადებული დ.ო., 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 პირს: ა.ბ.-ს და დ.ფ.-ს. განხორციელებული ძალადობის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.