გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიუ-იორკში საერთაშორისო მედიაპლატფორმების წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა

24-01-2026

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამოგზაურო მედია ფორუმში International Media Marketplace IMM North America 2026 მონაწილეობს.


საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში BBC-ის, National Geographic Traveller-ის, The New York Times Travel-ის, The Washington Post-ის, Condé Nast Traveller-ის, Wanderlust-ის, Lonely Planet-ის, Thrillist-ისა და სხვა გავლენიანი მედია პლატფორმების, ასევე PR და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან.


ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველოში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის საქართველოში გაცნობითი ტურების ჩატარების საკითხები.


შეხვედრების მიზანია საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერება საერთაშორისო მედიაში და ამერიკულ ბაზარზე ცნობადობის გაზრდა.


International Media Marketplace IMM North America 2026-ზე 1000-ზე მეტი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი და ბლოგერი მონაწილეობს.