გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი

26-01-2026

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. სამართალდამცავები კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანსაც, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს.


Imedinews.ge-მა დეტალების დასაზუსტებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა.


როგორც უწყებაში გვითხრეს, გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მან სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა.


„გაცნობებთ, რომ გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მის საფუძველზე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქ. ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.