გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას

26-01-2026

ჩვენ არ გვინდა, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, ჩვენ უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გამოიძებნოს გზები ფასების შემცირებისთვის.


„პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ შესაძლო კარტელურ გარიგებებს, ამაზე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში, მათგანაც მოვისმენთ ინფორმაციას. ჩვენ არ გვინდა, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, ჩვენ უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას მანამდე მე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. ჩვენ მთავარია მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.